სააკაშვილის შეწყალებაზე სალომე ზურაბიშვილი თავის სათქმელს თვითონ იტყვის - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი
თავის სათქმელს თვითონ იტყვის - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი მსხილაძე, არ აპირებს, სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად კომენტარი გააკეთოს საკითხზე,მოხდება თუ არა მიხეილ სააკაშვილის შეწყალება. . მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი თავის სათქმელს თავად იტყვის
გიორგი მსხილაძე ამბობს, რომ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტმა თავისი პოზიცია არაერთხელ დააფიქსირა.
სააკაშვილის შეწყალებისსაკითხზე პრეზიდენტის ნაცვლად კომენტარს ვერ გავაკეთებ. პრეზიდენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ამას წინასწარ ვერ გეტყვით.
პრეზიდენტმა თავისი პოზიცია არაერთხელ დააფიქსირა და მის ნაცვლად პასუხს ვერ გაგცემთ. პრეზიდენტი თავის სათქმელს თავად იტყვის – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.
საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თხოვნით უკვე მიმართეს საზოგადოებისთვის ცნობადმა პირებმა, ყოფილმა და მოქმედმა სახელმწიფო მოღვაწეებმა, პოლიტიკოსებმა, ხელოვნებმა.
,,ქართული ოცნება" კი სალომე ზურაბიშვილს აფრთხილებს, თუ სააკაშვილს შეიწყალებს, ეს მისი კარიერის დასასრული იქნება.