აქ რომ მოვარდით ვიღაცეების გავრცელებულ ჭორებზე, სად იყვნენ ისინი 2007-ში?! - პრეზიდენტი აქციის მონაწილეებს

28.12.22 16:05
აქ რომ მოვარდით ვიღაცეების გავრცელებულ ჭორებზე, სად იყვნენ ისინი 2007-ში?! - პრეზიდენტი აქციის მონაწილეებს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოწინააღმდეგეებთან გამოვიდა და მათ სიტყვით მიმართა.

მთავარსარდალმა კონტრაქციის მონაწილეებს სასახლის კარი გაუღო და უთხრა, რომ "ისინი სასახლესთან ვიღაცის მოგონილი ჭორების" საფყძველზე "მივარდნენ". 

"აქ რომ მოვარდით..." - თქვა სალომე ზურაბიშვილმა, რასაც რეზიდენციის ეზოში შეკრებილების პროტესტი მოჰყვა. 

შეგიძლიათ დაწყნარდეთ? თუ გინდათ მომისმინოთ გაჩუმდით, თუ არადა შევალ უკან. მეორედ არა გავიმეორებ აქ რასაც ვიტყვი, მე ძალიან მაინტერესებს, აქ რომ მოვარდით ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე. ის ადამიანები, ვინც ჭორს ავრცელებენ ჩემს შესახებ, თავიანთ მიერ შექმნილ ჭირებს, სად იყვნენ 2007 წელს, როდესაც უკვე მომხდარი იყო მიშას დროინდელი ტრაგედიები, როცა მე ვიდექი ქუჩაში. მე გეტყვით სად იყვნენ, ვინც მესიჯბოქსებს ავრცელებენ დღეს. იყვნენ ან მიშას შტაბში, ან იყვნენ კარგად მოკალათებულები სხვადასხვა თანამდებობებზე, ან იყვნენ "ქართუ ბანკში". დღეს მესიჯბოქსით ავრცელებენ, თურმე იციან რას გავაკეთებ, თურმე იციან როდის გავაკეთებ, თურმე იციან, რატომ გავაკეთებ. 

ვინ შეიწყალა, მე შევიწყალე მურუსიძე-ჩინჩალაძე, მე შევიწყალე? თუ მე განვამწესე ისეთ ადგილებზე, საიდანაც ვერავინ მოხსნის?! და როდის გააპროტესტეთ? ესენი არიან თავთავიანთ ადგილებზე"- მიმართა პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებს. 

მსგავსი სიახლეები