გთხოვთ, ხელი მოაწეროთ სააკაშვილის შეწყალების თხოვნას - სოფო ჯაფარიძე კალაძეს

28.12.22 16:23
გთხოვთ, ხელი მოაწეროთ სააკაშვილის შეწყალების თხოვნას - სოფო ჯაფარიძე კალაძეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ საკრებულოს სხდომაზე კახა კალაძეს მოუწოდა, ხელი მიეწერა მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თხოვნისთვისთვის და შეერთებოდა მესამე პრეზიდენტის გადასარჩენად წარმოებულ კამპანიას.

„ალბათ იცით, რომ არასოდეს გამომივლენია ჩასაფრებულის პოზიცია და ჩემი მოვალეობის შესრულებისას არასოდეს დამიყვია ადამიანები პოლიტიკური ნიშნით. დიახ, მე მინდა, რომ ჩემმა და თქვენმა შვილებმა იცხოვრონ სიცოცხლის, სინათლისა და მშვიდობით სავსე ქალაქში. ქალაქში, რომელიც იყო, არის და აუცილებლად უნდა დარჩეს ურთიერთობად. ვიქნები გულწრფელი და გეტყვით, ძალინ მომწონს ქალაქის ცენტში ნაძვის ხე, საახალწლოდ განათებული ქუჩები, რითაც ბავშვები ხარობენ, მათ შორის ჩემი შვილები. მაგრამ იმისათვის, რომ ეს ქალაქი იყოს სავსე სიცოცხლით, სინათლით და მშვიდობით, ამისათვის აუცილებელია, რომ არ გავაუქმოთ ქვეყანაში სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება და ამისათვის აუცილებელია, რომ გადარჩეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი და მან იცოცხლოს. მე გთხოვთ, შემოუერთდეთ ჩემს ინიციატივას და თქვათ, რომ ამ ქვეყანაში ყველას აქვს სიცოცხლის უფლება, მოაწეროთ ხელი და იყოთ მონაწილე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის“, - ამბობს სოფო ჯაფარიძე. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები