როდის და რატომ გაუფუჭდათ კალაძეს და სააკაშვილს ურთიერთობა - თბილისი მერი დუმილს არღვევს

28.12.22 16:45
როდის და რატომ გაუფუჭდათ კალაძეს და სააკაშვილს ურთიერთობა - თბილისი მერი დუმილს არღვევს

კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობის დაძაბვის მიზეზებზე ალაპარაკდა. თბილისის მერმა ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე ისაუბრა. 

"რაც შეეხება სააკაშვილთან ჩემი ურთიერთობის დაძაბვას, არ ვიცი, რა დავარქვა, თუნდაც გაფუჭება, იყო ძალიან მარტივი. ვცხოვრობდი იტალიაში და ძალიან ვგულშემატკივრობდი ჩემს ქვეყანას. როდესაც მეძლეოდა შესაძლებლობა, ჩამოვდიოდი. აქ იყვნენ ჩემი მშობლები, ჩემი მეგობრები და ყოველთვის მიხაროდა, იმის მიუხედავად, რომ ჩემს ოჯახს ძალიან დიდი ტრაგედია დაატყდა თავს და ეს ტრაგედია მოხდა საქართველოში. ეს უბედურება გააკეთეს ქართველებმა. მიუხედავად ამისა, არასდროს არ შემნელებია სიყვარული ჩემი ქვეყნის და ხალხის მიმართ.

ყოველთვის ვგულშემატკივრობდი ჩემს ქვეყანას, ყოველთვის მიხაროდა, კარგი რაც კეთდებოდა და არასდროს არ ვიხევდი უკან, მეთქვა ის სიმართლე, რაც პრობლემა იყო და მიმაჩნდა არასწორად. ნუ, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა წინა ხელისუფლებას განსხვავებული მოსაზრებების გამო იმ ადამიანების მიმართ, ვისაც განსხვავებული შეხედულებები ჰქონდა, ამას ჩემი ახსნა-განმარტება არ სჭირდება. ეს იყო ყველაფერი მიზეზი", - თქვა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები