მემუქრებიან და მაშანტაჟებენ! - პრეზიდენტი

28.12.22 17:17
მემუქრებიან და მაშანტაჟებენ! - პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი შანტაჟზე და მუქარაზე საუბრობს. პრეზიდენტმა მესამე სექტორს მიმართავს, სად არიან, მაშინ, როცა მას აბულინგებენ. 

მისივე თქმით, სასახლის წინ "რუსული სოფელი გაუსხნეს".

მან ქართული ოცნების გასაგონად თქვა, ისც რომ "ამდენი წლის მანძილზე ვერ გაიცნეს". 

პრეზიდენტი ამბობს, რომ კარიერის დასრულებით ემუქრებიან. 

მემუქრებიან რაღაცა კარიერით, თურმე მე ამ კარიერას დავემშვიდობები, თურმე რაღაც სხვა კარიერა მინდა, ავიწყდებათ რამდენი წლის ვარ, მაგრამ თუ ვინმე მიცნობს ამ ქვეყანაში, ალბათ ისიც იცით, რომ კარიერა დიდი ხანია იქ დავტოვე, მე მაინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ეს ქვეყანა, მაინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, რომელსაც ყველა ებრძვის რატომღაც. არავინ ვერ ხედავს რატომღაც, რომ ჩვენ საზოგადოებას ეს უნდა"- თქვა პრეზიდენტმა. 

 

მსგავსი სიახლეები