"რას ერჩოდნენ მიშას? - ზურაბიშვილის თქმით, სააკაშვილის ჩამოსვლა ორივე ძალას აწყობდა

28.12.22 17:52
"რას ერჩოდნენ მიშას? - ზურაბიშვილის თქმით,  სააკაშვილის ჩამოსვლა ორივე ძალას აწყობდა

"რას ერჩოდნენ მიშას?"- საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა ორივე პოლიტიკურ ძალას აწყობდა. 

"ორივე ძალას აწყობდა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა. ერთი წლის შემდეგ ჩვენ სრულად გაჩერებულები ვართ მიშას ირგვლივ კამათში, დავაში, ბრძოლაში, სხვა თემა არ არსებობს"- ანიშნა სალომე ზურაბიშვილმა და იქვე დასძინა, რომ "ქვეყანა იძირება". 

რა არის ამ ორ ძალას შორის შეთანხმებული?! პირველ რიგში, მიშას ჩამოყვანა. რას ერჩოდნენ ერთნი, როცა აქეზებდნენ, ჩამობრძანდი, ჩამობრძანდი და იქნება რევოლუცია, ხალხი გამოვა თქვენთვის და უთუოდ უნდა ჩამოხვიდეთ, ან მეორენი, როცა აქეზებდნენ ქართულ ხასიათზე თამაშით - აბა, ვაჟკაცი თუ ხარ ჩამოდი! ლაჩარი ხომ არ ხარ, ჩამოდი! ორივე ძალას აწყობდა მიშას ჩამოსვლა. 

დღეს სხვა თემის აწევა შეუძლებელია. ქვეყანა იძირება ამ საკითხის ირგვლივ და ეს ორივეს აწყობს. ერთ მხარეს, ალბათ, იმიტომ, რომ დღეს ვერ ხედავენ თავიანთ სხვა გეგმებს და მეორეს, იმიტომ, რომ ამით პასუხი აღარ აქვთ გასაცემი, არც ერთ კითხვაზე, რომელსაც საზოგადოება უნდა უსვამდეს თავის ხელისუფლებას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები