,,ოცნება" პანიკაშია, ზურაბიშვილმა მესამე პრეზიდენტი არ შეიწყალოსო - კობა ნაყოფია

28.12.22 18:09
,,ოცნება" პანიკაშია, ზურაბიშვილმა მესამე პრეზიდენტი არ შეიწყალოსო - კობა ნაყოფია

,,ოცნება" პანიკაშია, ზურაბიშვილმა მესამე პრეზიდენტი არ შეიწყალოსო - ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის' წევრი, კობა ნაყოფია, საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ ბრიფინგს გამოეხმაურა

კობა ნაყოფია იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს.

დიახ, სალომე ზურაბიშვილმა გააკრიტიკა ,,ქართული ოცნება". ჩემი აზრით, გააკრიტიკა ბიძინა ივანიშვილი პირველ რიგში, როცა ახსენა ზოგიერთი ,,ქართუ ბანკში" იყო მოკალათებული და ზოგი იქო. ისაუბრა იმაზე, რომ შანტაჟი და მუქარა ხორციელდება მასზე.

,,ქართული ოცნება" იმყოფება ღრმა პოლიტიკურ კრიზისში. ეს პოლიტიკური კრიზისია, როცა ქვეყანაში ასეთი ვითარებაა, როცა ინსტიტუციებზე ასეთი შეტევა მიმდინარეობს. 

პანიკაში არიან, მესამე პრეზიდენტი არ შეიწყალოს მეხუთე პრეზიდენტმაო. ამ პანიკის გაგრძელებაა ის აქცია, რასაც ატარებენ დღეს პრეზიდენტის სასახლესთან. 

იქნება, როდესაც იქნებაო და იმედია, იქნება მალე ის სწორი გადაწყვეტილება, რაც, პირველ რიგში, გადაარჩენს ადამიანის სიცოცხლეს - განაცხადა კობა ნაყოფიამ. 

მსგავსი სიახლეები