,,ოცნების" ახლანდელი წევრები 2003 წელს სააკაშვილს თვალებში შესციცინებდნენ, ფულს ერთად აკეთებდნენ - მარგველაშვილი

28.12.22 18:39
,,ოცნების" ახლანდელი წევრები 2003 წელს სააკაშვილს თვალებში შესციცინებდნენ, ფულს ერთად აკეთებდნენ - მარგველაშვილი

,,ოცნების" ახლანდელი წევრები 2003 წელს სააკაშვილს თვალებში შესციცინებდნენ, ფულს ერთად აკეთებდნენ ერთად - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, ტვ პირველის ,,დღის ეთერში" განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილი ორმაგ სტანდარტში ამხელს,,ოცნების" იმ წევრებს, რომლებიც ახლა მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებენ, ენმ-ს ხელისუფლებაში ყოფნისას კი მესამე პრეზიდენტს ადიდებდნენ.

2003 წლიდან 2013 წლის ჩათვლით მე ვაკრიტიკებდი მიხეილ სააკაშვილს, ამაში ვერც ერთი ,,ქართული ოცნების" წევრი მე ვერ შემედრება. ფულსაც კარგად აკეთებდნენ სააკაშვილთან ერთად, თვალებშიც შესციცინებდნენ.

კადრები რომ ამოიღო ყველა ამ ადამიანის, ვინც დღეს გულზე მჯიღს იცემს, უბრალოდ, თვალების კოლაჟი რომ გააკეთო, როგორ შესციცინებენ სააკაშვილს, თან შორიდან, ახლოსაც არ უშვებედნენ მათ. 

ვინ იტყვის ახლა, რომ 2003 წლიდან არ მოსწონდა მიშა? ერთი მე ვიყავი და მეორე ვინ იქნებოდა" ალბათ შევარდნაძე - თქვა გიორგი მარგველაშვილმა. 

 

მსგავსი სიახლეები