მემუქრებიან კარიერის დასრულებით, მაშანტაჟებენ, მიმდინარეობს პრეზიდენტის ბულინგი - ზურაბიშვილი დუმილს არღვევს

28.12.22 19:22
მემუქრებიან კარიერის დასრულებით, მაშანტაჟებენ, მიმდინარეობს პრეზიდენტის ბულინგი - ზურაბიშვილი დუმილს არღვევს

მთავარ შეკითხვას  პასუხი გაეცემა მაშინ, როდესაც გაეცემა - სალომე ზურაბიშვილმა მთავარი კითხვა, შეიწყალებს თუ არა მიხეილ სააკაშვილს,  უპასუხოდ დატოვა, თუმცა დღეს გამართულ ბრიფინგზე ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ ისუბრა.

მემუქრებიან კარიერის დასრულებით, მაშანტაჟებენ, მიმდინარეობს პრეზიდენტის ბულინგი - ზურაბიშვილი დუმილს არღვევს და  ,,ქართული ოცნების"  შეტევას პასუხობს.

სად იყავით მაშინ, როდესაც მე ქუჩაში ვიბძოდი - ასე მიმართავს პრეზიდენტი ხელისუფლების პირველ პირებს.  ამბობს, იმ დროს, როცა ვიღაც მიშას შტაბში იყო, ვიღაც ,,ქართუ ბანკში", დღეს კი ეს ხალხი მას მორალს უკითხავს. ამ ხალხში კი ზურაბიშვილმა სავარაუდოდ კახი კალაძე და ირაკლი ღარიბაშვილი იგულისხმა. 

 პრეზიდენტმა  დღეს ,,ოცნებას" მათ მიერ აღზევებული მურუსიძე - ჩინჩალაძის კლანიც შეახსენა, რომელიც ზურაბიშვილის თქმით ქვეყნის ევროპულ მომავალს ბლოკავს.

ის, რისი თქმაც ვერ მოახერხა აქციის მონაწილეებთან, უკვე დაწვრილებით ახსნა ათონელის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე - ვის აწყობდა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანა და ვის ინტერესებშია, რომ დღემდე პატიმარი პრეზიდენტის  თემა აქტუალობას არ კარგავს. სახელმწიფოს მეთაურმა ხელისუფლება პრეზიდენტის დამცირების მცდელობაშიც დაადანაშაულა.  რუსული სოფელი, რომელიც  კართან გამიხსნეს - ასე მოიხსენია კალაძის მიერ გადაკეტილი ათონელის ქუჩა ზურაბიშვილმა.

უფრო ვრცლად იხილეთ სიუჟეტი.

 

 

 

მსგავსი სიახლეები