დაპირისპირება თბილისის საკრებულოში - კახი კალაძის წლიურმა ანგარიშმა ჩხუბისა და გინების თანხლებით ჩაიარა

28.12.22 19:35
დაპირისპირება თბილისის საკრებულოში  - კახი კალაძის წლიურმა ანგარიშმა ჩხუბისა და გინების თანხლებით ჩაიარა

კალაძის წლიური ანგარიშმა ჩხუბისა და გინების თანხლებით ჩაიარა, სპეციალურად ამ დღისთვის ,,ოცნებამ" ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში პარტაქტივისა და ზონდერების მობილიზება მოახდინა.

 თბილისის მერს რამდენჯერმე მოუწია გამოსვლის შეწყვეტა. პირველი დაპირისპირება დარბაზის აივანზე დაიწყო, სადაც სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც ბანერის გაშლას ცდილობდნენ ,ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

შემდეგ უკვე ბრძოლის ველად თავად საკრებულოს დარბაზი გადაიქცა. ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციამ კორცხელის თავდასხმის ერთ-ერთი ორგანიზატორი ამოიცნო კალაძის მცველთა რიგებში. დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე წუთი გრძელდებოდა.  თუმცა უხერხულ კითხვებს თბილისის მერი მაინც ვერ გაექცა. ვაკის პარკის ტრაგედია, პარალიზებული დედაქალაქი და მერიაში გამეფებული კორუფცია - ეს იყო ოპოზიციის შეტევის მთავარი მიმართულება. დღეს კალაძეს სომბოლურად ხელბორკილებიც გადასცეს საჩუქრად.

უფრო ვრცლად იხილეთ ანა მდივანის სიუჟეტი.

 

 

 

მსგავსი სიახლეები