სააკაშვილის საკითხზე იუსტიციის მინიტრს ახსნა-განმარტებების მიცემა 15 ქვეყნის ელჩისთვის მოუწია

28.12.22 19:40
სააკაშვილის საკითხზე იუსტიციის მინიტრს ახსნა-განმარტებების მიცემა 15 ქვეყნის ელჩისთვის მოუწია

სააკაშვილის სასამართლო პროცესამდე ერთი დღით ადრე იუსტიციის მინიტრს ახსნა-განმარტებების მიცემა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებისთვის მოუწია.  

რატი ბრეგაძის უწყებასთან  დღეს დიპლომატების ავტომობილების რიგი იდგა. 15 ელჩი მინისტრთან ერთი მისიით მივიდა - გაეგო, რას აპირებს ხელისუფლება იმ დროს, როდესაც მესამე პრეზიდენტი კლინიკაში   უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება.

ოფიციალური განცხადება ბრეგაძის უწყებას არ გაუკეთებია, თუმცა გერმანიის ელჩმა ,,პირველებთან" საუბრისას დადასტურა, რომ ერთადერთი საკითხი, რაზეც მინისტრთან ისაუბრეს - სააკაშვილია. 
 მიხეილ სააკაშვილი კი ხვალინდელ სასამართლო პროცესში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. პატიმარი პრეზიდენტი  ვივა მედიდან აღარ ჩაერთვება.

ხვალ სასამართლომ კიდევ ერთი ამერიკელი ექსპერტი  - ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი და ასევე ორი ქართველი ექიმი უნდა გამოკითხოს.

ეს უნდა იყოს ბოლო სხდომა - ამის შემდეგ პროცესები უნდა შეწყდეს - ასეთია პრეზიდენტის ოჯახის პოზიცია. 

ვრცლად იხილეთ სიუჟეტი

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები