გადაარჩინეთ სააკაშვილი - საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში ამ მოთხოვნით წერილები შედის
გადაარჩინეთ სააკაშვილი! - ამ მოწოდებით ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში წერილი წერილზე შედის. 2225 ქალი ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტს კოლეგის შეწყალებას სთხოვენ.
ხელმომწერებს შორის არიან ის პოლიტიკოსი ქალებიც, რომლებიც წლების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის ოპონენტები იყვნენ. პეტიციას პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენის მოთხოვნით ხელს აწერს სანდრა ელისაბედ-რულოვსიც.
სალომე ზურაბიშვილია 100 ზე მეტი ყოფილი და მოქმედი მაღალი თანამდებობის პირების მიმართვის ადრესატიც.
მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის, ინიციატივით "ქართული ოცნების" ყოფილი წევრები, მინისტრები, მოსამართლეები და პოლიტიკოსები ერთიანდებიან, ერთი გზავნილით- საქართველო მეორედ არ უნდა კლავდეს ქვეყნის პრეზიდენტს.
უფრო ვრცლად იხილეთ რუსუდან ჯაბანიშვილის სიუჟეტი.