გაყინული ანგარიშები და დაკარგული ფული - ადვოკატები ევროპარლამენტს ივანიშვილის პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებენ

28.12.22 19:52
გაყინული ანგარიშები და დაკარგული ფული  - ადვოკატები ევროპარლამენტს ივანიშვილის პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებენ

გაყინული ანგარიშები და დაკარგული მილიონები. ივანიშვილის ადვოკატები ევროპარლამენტს ოლიგარქის პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს. ფაქტია, რომ ევროპის ნაბიჯებმა შედეგი გამოიღო-  ივანიშვილი ფაქტობრივად  სანქცირებულია და განგაშის ზარებს რეკავს. თითქმის ერთწლიანი დავა შვეიცარულ ბანკთან უშედეგოდ დასრულდა. ფინანსური ინსტიტუტი ოლიგარქისთვის ფულის დაბრუნებას არ აპირებს. ანგარიშები გაყინულია, მათ შორის გერნსის კუძულებზეც, სადაც ივანიშვილი დიდ ფულს ინახავდა. 
 ოლიგარქის  ფულის დასაცავად კი დღეს უმრავლესობას კიდევ ერთხელ მოუწია ტრიბუნებთან დადგომა. გზავნილი შემდეგია - დასავლეთი ივანიშვილს აშანტაჟებს და ომში ჩართვას აიძულებს. დღეს ოლიგაქრის ადვოკატებმა პრაქტიკულად აღიარეს, რომ მათინ კლიენტი დასანქცირებულია, რადგან ბანკმა თანხების გადახდაზე უარი მას შემდეგ უთხრა, რაც ევროპარლამეტმა ოფიციალურად მოითხოვა ივანიშვილის მიმართ სანქციების ამოქმედება.

უფრო ვრცლად იხილეთ ინა ცარციძის სიუჟეტი.

მსგავსი სიახლეები