საჯარო მოხელეები პრეზიდენტის დასაშინებლად -,,ტვ პირველმა" აქციაში მონაწილეების ვინაობა გაარკვია
საჯარო მოხელეების მთელი ჯარი საქართველოს პრეზიდენტის დასაშინებლად. გაშიფრულია საკრებულოს ყველა მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსანი, ვინც დღეს რეგიონებიდან თბილისში საგანგებოდ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ შტურმისთვის ჩამოიყვანეს.
სამუშაო საათებში მუნიციპალიტეტების თანამშრომლები ქუჩაში იდგნენ. მათ შორის იყვნენ წინა ხელისუფლების დროინდელი მაღალჩინოსნები, რომელებიც დღეს ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლი არიან.
იყვნენ ისეთებიც, ვინც საერთოდ არ იცოდა, რატომ მიაგზავნეს ორბელიანების სასახლესთან. ბრძანება ზონის უფროსებისგან მიიღეს, რასაც უსიტყვოდ დაემორჩილნენ.
ტვ პირველმა იმ ხალხის სია გაარკვია, ვინც დღეს პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართულ აქციაში აქტიურ მონაწილეობას იუღებდა. მათ შორის:
შერმადინ ბოჭოიძე - საკრებულოს თანამშრომელი, 2012 წლამდე მარნეულში სამხედრო პოლიციის უფროსი.
ზურაბ ჭონიაშვილი -საკრებულოს წევრი, სოციალური კომისიის თავმჯდომარე,
ვაჟა შუბითიძე- საკრებულოს თანამშრომელი
ზაურ დარგალის პარტაქტივი ყველა და მოქმედი საჯარო მოხელე, საკრებულოს თანამშრომლები.
ცესკოს ქვემო ქართლის რაიონული წარმომადგენლის, იაკობ ასანიძის შვილი, გიორგი ასანიძე, საკრებულოს თანამშრომელი.
,,ტვ პირველის" ინფორმაციით, ხელისუფლებამ რეგიონებიდან აქციაზე ხალხის ჩამოყვანა პარლამენტის დეპუტატ დიმიტრი სამხარაძეს, დაავალა.