საქართველოს პრემიერ-მინისტრი აფხაზეთის აღიარებას გვთავაზობს? - საოკუპაციო რეჟიმი

29.12.22 10:16
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აფხაზეთის აღიარებას გვთავაზობს? - საოკუპაციო რეჟიმი

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგარეო უწყების განსაკუთრებულ დავალებათა ელჩი, კან ტანია პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას პასუხობს. საუბარია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, აფხაზეთი მონაკო, სოხუმი კი მეორე მონტე-კარლო შეიძლება გახდეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აფხაზეთის აღიარებას გვთავაზობს?

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზად არის 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამი წლის განმავლობაში, თუ ჩვენ გვინდა ისევ საქართველოსთან გაერთიანება.

ძვირფასო ბატონო ღარიბაშვილო, მინდა შეგახსენოთ, რომ 1992-1993 წლებში საქართველოს მიერ გაჩაღებულმა ომმა მიყენებულმა ნგრევამ აფხაზეთს სხვადასხვა შეფასებით 17 მილიარდ დოლარამდე ზიანი მიაყენა.თუ ეკონომიკურ ზარალზე ვსაუბრობთ, მაშინ აფხაზეთს გაცილებით დიდი ოდენობის ვალი გაქვთ და ყოველგვარი „თუ“ პირობების გარეშე", - წერს კან ტანია.

თავის ყოველწლიურ მოხსენებაში ირაკლი ღარიბაშვილმა აფხაზეთს დამოუკიდებელი სახელმწიფოს - მონაკოს მომავალი უწინასწარმეტყველა. 

საზოგადოების ნაწილი ღარიბაშვილს უცოდინრობაში, ნაწილი კი კონსტიტუციის  დარღვევის მცდელობაში ადანაშაულებს.    

 

 

მსგავსი სიახლეები