"მიშას სიცოცხლისთვის" - დღეს საქალაქო სასამართლოსთან აქცია გაიმართება

29.12.22 10:25
"მიშას სიცოცხლისთვის" - დღეს საქალაქო სასამართლოსთან აქცია გაიმართება

დღეს, 11:00 საათზე, საქალაქო სასამართლოსთან, საქართველოს მესამე პრეზიდენტის პროცესის პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - "მიშას სიცოცხლისთვის" გაიმართება. 

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი განიხილება, სადაც მოსამართლე გიორგი არევაძე მესამე პრეზიდენტის სასჯელისგან გათავისუფლების, ან გაუქმების შუამდგომლობას განიხილავს. პროცესზე იგეგმება ამერიკელი ექსპერტის, დევიდ სმიტის გამოკითხვა. 

 

მსგავსი სიახლეები