პუტინის გარემოცვის წევრი საქართველოშია, მიზანი სააკაშვილის „მოკვდინების“ პოლიტიკის გაგრძელებაა - რუსი ჟურნალისტი

29.12.22 10:42
პუტინის გარემოცვის წევრი საქართველოშია,  მიზანი სააკაშვილის „მოკვდინების“ პოლიტიკის გაგრძელებაა  - რუსი ჟურნალისტი

 ჟურნალისტი და პოლიტოლოგი, ანდრეი პიონტკოვსკი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, სერგეი კირიენკო საქართველოში  ერთდღიანი საიდუმლო ვიზიტით იმყოფებოდა.

მისი ითქმით, პუტინის ახლო გარემოცვის წევრის ვიზტის მიზანი მიხიელ სააკშვილის საქმე იყო.

პუტინის ერთ-ერთი ყველაზე უსაძაგლესი ხელქვეითი, ბატონი კირიენკო ახლა იმყოფება საქართველოში. ის ჩავიდა. რატომ? რა უმნიშვნელოვანესი საკითხი დადგა, რომელიც მის ჩასვლას მოითხოვდა? ჩემი აზრით, ის ჩავიდა, რათა დაჟინებით მოითხოვოს სააკაშვილის „მოკვდინების“ პოლიტიკის გაგრძელება.

ვფიქრობ, სააკაშვილის საკითხთან მიმართებაში უკრაინა უფრო აქტიურად უნდა მოქმედებდეს.  სიტუაცია ძალიან საშიშია. პუტინის გარდა სხვა მიზეზი არ აქვს საქართველოს ხელისუფლებას. იმეორებენ - ისე გინდათ როგორც მარიუპოლშია? ისინი გაუშვებდნენ სააკაშვილს, რომ არა პუტინის მისდამი სიძულვილი, სწორედ პუტინი პირადად არ უშვებს. მას უყვარს მტრების მოკვლა. ეს საშინელი ადამიანია. ყველა საკითხი მათ შორის სააკაშვილისაც, გადაწყდება ბრძოლის ველზე უკრაინის გამარჯვებით"- თქვა ჟურნალისტმა. 

 

მსგავსი სიახლეები