მთავრობა, როგორც რუსული დეზინფორმაციის გამტარი - ახალი სკანდალური კვლევა

29.12.22 10:48
მთავრობა, როგორც რუსული დეზინფორმაციის გამტარი  - ახალი სკანდალური კვლევა

"ქართული ოცნების" რუსული თამაშები - კვლევით დადასტურებულია, რომ  ნარატივს, რომ “უკრაინამ ომი თავიდან ვერ აირიდა,”  რუსული პროპაგანდისტული მედია Ria Novosti, პრორუსული “ალტ-ინფო,”  “ქართული ოცნება” და საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აჟღერებდა. 

“ამ ომით, რომელიც, სამწუხაროდ, ვერ იქნა შეკავებული და თავიდან აცილებული, ყველაზე მეტად დაზარალდება უკრაინა, როგორც სახელმწიფო, მისი სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, უკრაინელი ხალხი და უკრაინელი ჯარისკაცები,” – ამბობდა ღარიბაშვილი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე დღეს.

მანამდე, ომის დაწყებისთანავე, “ალტ-ინფოს” საგანგებო ეთერში ზურაბ მახარაძემ თქვა: “იყო მომენტი, როდესაც უკრაინელებს შეეძლოთ ამის თავიდან აცილება. ამისთვის საჭირო იყო რუსებისთვის იმ გარანტიების მიცემა, რომელსაც ითხოვდნენ, ანუ ნატო-ში არგაწევრიანების იურიდიული გარანტიები”

ამ განცხადებებს წინ უსწრებდა “ ria.ru”-ს, “lenta.ru”-ს და “kp.ru”-ს სტატიები იგივე აზრით, რომ ზელენსკის შეეძლო კონფლიქტი თავიდან აერიდებინა. ასეთ სტატიებს  რუსული გვერდები 21 თებერვლიდან მოყოლებული ავრცელებდნენ. 

24 თებერვალს კი “კომსოლოვსკაია პრავდას” სტატიის სათაური იყო: “ზელენსკის შეეძლო სიტუაცია კონფრონტაციამდე არ მიეყვანა, მაგრამ ეს ლონდონმა დაიჟინა”. 

კვლევა ვრცლად ნახეთ ifact.ge-ს კვლევაში

 

მსგავსი სიახლეები