ექიმები სალომე ზურაბიშვილს: გახდით ხალხის პრეზიდენტი!

29.12.22 11:18
ექიმები სალომე ზურაბიშვილს: გახდით ხალხის პრეზიდენტი!

"პრეზიდენტის სიციცხლისთვის" - თბილისის საქალაქო სასამართლოში ექიმები მივიდნენ. ისინი საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებენ, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, სანამ გვიან არ არის: 

"დრო არ ითმენს, შესაძლებელია, პაციენტის მდგომარეობა ისე დამძიმდეს, რომ რომ საქართველოში კი არა, უცხოეთშიც ვეღარ უშველოთ.

დარწმუნებული ვარ, რომ სალომე ზურაბიშვილი წინასაახალწლოდ, 31 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს"- აცხადებს "პირველებთან" კლინიკების ასოციაციის ხელმძღვანელი, ვასილ პაჭკორია.

ექიმი მანანა ჯებაშვილი ზურაბიშვილს ურჩევს "ხალხის პრეზიდენტი გახდეს": 

გახდეს ხალხის პრეზიდენტი, ვინაიდან ის მომედი ხელისუფლების პრეზიდენტი მაინც არ არის, მას დიპლომატების სკამიც კი არ აღირსეს, მინდა მქონდეს მოლოდინი და სალომე ზურაბიშვილი გადადგამს ამ ნაბიჯს"- ამბობს მედიკოსი. 

ლევან მეტრეველის შეფასებით კი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა რომ მძიმეა, ამას მხოლოდ ის ვიზუალური მხარე არ ადასტურებს რაც ვიხილეთ, ამას ადასტურებს ის დასკვნები, რომელიც ქართველი და ამერიკელი ექსპერტებისგან დაიდო.

მსგავსი სიახლეები