ისტორიული არჩევანის წინაშე ვდგავართ, როგორ არ უნდა გვქონდეს იმედი, რომ ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს - მელია

29.12.22 11:49
ისტორიული არჩევანის წინაშე ვდგავართ, როგორ არ უნდა გვქონდეს იმედი, რომ ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს - მელია

ნიკა მელიას იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილის მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს. 

საქალაქო სასამართლოში მისული ოპოზიციონერი ლიდერი თქმით, ახლა ისტორიული არჩევანის წინაშე დგას ქვეყანა.

"როდესაც ეს ისტორიული არჩევანი დგას ჩვენს წინაშე, როგორ არ უნდა გვქონდეს იმედი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნების. 
სალომე ზურაბიშვილი არა მგონია, ვინმესთან საუბრობდეს, რას აპირებს ის.  რაც შეეხება მასზე ზეწოლას, რა გასაკვირია, რომ ქალბატონ ზურაბიშვილზე ხორციელდება ზეწოლა, მაშინ როდესაც მესამე პრეზიდენტი ჰყავთ გამოკეტილი ციხეში, ახლა "ვივამედში" და მასზე ფიზიკურ ზეწოლას ახორციელებენ". -
აღნიშნა მელიამ.