არ დაგვავიწყდეს, რომ ნიკა ციხეშია და მიშა ცუდადაა - ხატია დეკანოიძე
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ხატია დეკანოიძე, ამბობს, რომ ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის შეწყალების ინსტრუმენტით გათავისუფლება ქვეყნის ევროპული პერსპექტივის უმნიშვნელოვანესი ასპექტი იქნება.
დეკანოიძე საზოგადოებას ახსენებს, რომ არაფრით არ შეიძლება იმის დავიწყება, რომ ნიკა გვარამია ციხეშია და მესამე პრეზიდენტი ძალიან ცუდადაა.
ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის ამ ინსტრუმენტით გათავისუფლება, (პრესზიდენტის მხრიდან შეწყალება) არის ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის უმნიშვნელოვანესი ასპექტი. არ დაგვავიწყდეს, რომ ნიკა გვარამიაც არის ციხეში და არ დაგვავიწყდეს, რომ მიშა ცუდადაა, ამიტომაც აქ არ არის ის მომენტი, რას ფიქრობს თავად სალომე ზურაბშვილი მიხეილ სააკაშვილზე",- ამბობს დეკანოიძე.