ქვეყანა ბორიას გადააყოლეს - გახარიას გუნდი

29.12.22 12:16
ქვეყანა ბორიას გადააყოლეს  - გახარიას გუნდი

ექსპრემირის მიერ დაანონსებულ ხელისუფლების მძიმე პოლიტიკურ წელს გახარიას თანაგუნდელებიც იზიარებენ.

კახა ქემოკლიძე პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნებამ" გეოპოლიტიკური დანაშაული ჩაიდინა და ამ დანაშაულს ივანიშვილი ვერ გაექცევა.

ქემოკლიძის თქმით, მმართველმა გუნდმა ქვეყანა "მიშა-გრიშას და ჟენიას და ბორიას გადააყოლა".

მეგონა, რომ „ქართული ოცნება“ არ გადალახავდა რუბიკონს და ის შეეცდებოდა მეტ-ნაკლებად გონიერი პოლიტიკით აი ამ სტრატეგიული შესაძლებლობების ფანჯრის გამოყენებას. ამას აკეთებს შეგნებულად. ეს არის არათუ შეცდომა, არამედ გეოპოლიტიკური დანაშაული და ამ დანაშაულს ბატონი ივანიშვილი კი არა, მამა ღმერთი ვერ გაექცევა საბოლოო ჯამში.

ქვეყანა გადააყოლეს მიშა-გრიშას და ჯენიას და ბორიას. 2023 წელი ნამდვილად რთული იქნება, იმიტომ, რომ რასაც ჩვენ ვუყურებთ, „ქართული ოცნება“ პროცესების შედეგად არაფერს არ დათმობს. შესაბამისად მას მოუწევს ამ ყველაფრის დათმობა ძალიან დიდი ბატალიების ფონზე. ჩვენ ამისთის მზად ვართ", - ამბობს კახა ქემოკლიძე. 

"ქართულ ოცნებას" გიორგი გახარიაც ემუქრება. ექსპრემირი  ხელისუფლებას მძიმე პოლიტიკურ წელს უანონსებს. ჩრდილიდან გამოსული გახარია აცხადებს, რომ დადგება ყველას პასუხიმგებლობის საკითხი, ვინც ქვეყნის წინსვლას საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გამო აფერხებს.