სააკაშვილი მოწამლულია სხვადასხვა მეტალით, მან თავის ტვინის სერიოზული დაზიანება განიცადა - დევიდ სმიტი

29.12.22 12:34
სააკაშვილი მოწამლულია სხვადასხვა მეტალით, მან თავის ტვინის სერიოზული დაზიანება განიცადა - დევიდ სმიტი

გავლენიანი ამერიკელი მედიკოსი, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის ორგანიზმი გამოიკვლია, ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია სხვადასხვა მეტალებით, მათ შორისაა ვერცხლისწყალი, დარიშხანი და ბარიუმი.

დევიდ სმიტის თქმით, ინტოქსიკაცია იწვევს "ძალიან სერიოზულ ტოქსიკურ ეფექტებს". 

ტოქსიკოლოგის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა თავის ტვინის სერიოზული დაზიანება განიცადა. 

მისივე თქმით, პაციენტს ​კუნთების განლევა და მუდმივი დიარეა აღენიშნება. 

"დაზიანებებია ღვიძლში, გულსა და თირკმელში... მძიმე მეტალებით მოწამვლა ყველა ორგანოს აზიანებს"- თქვა მან. 

ჩემი აზრით, ის იყო მოწამლული სხვადასხვა მეტალებით. მათ შორის არის ვერცხლისწყალი, დარიშხანი და ბარიუმი. რომლებიც იწვევს საკმაოდ სერიოზულ ტოქსიკურ ეფექტებს. ამ ტიპის მძიმე მეტალები გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოიყოფა სხეულიდან და ამ პროცესში ისინი წამლავენ სხეულში სხვადასხვა ორგანოებს. 

პაციენტმა განიცადა ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანება. განსაკუთრებული ადგილი, რომელიც დაზიანდა თავის ტვინში იყო თეთრი ნივთიერება (თავის ტვინის აღმასრულებელი რგოლი), რომელმაც მიგვიყვანა სერიოზულ და პროგრესირებად დემენციამდე", - განაცხადა სმიტმა.

ამერიკელი ტოქსიკოლოგის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს აღენოშნება პერიფერიული ნეიროპათია, რაც წარმოადგენს ნერვების დაზიანებას თავის ტვინის გარეთ და ადგილ აქვს კუნთების განლევას.

მას გააჩნია ასევე დაზიანებები საჭმლის მომნელებელ სისტემაში, რაც იწვევს გასტრიტს, რაც იწვევს მუდმივ დიარეას და შესაბამისად კახექსიას და წონის მკვეთრ კლებას. მას დაუზიანდა ღვიძლი.  დაზიანებულია გული და თირკმელი. მძიმე მეტალებით მოწამვლა აზიანებს პრაქტიკულად ყველა ორგანოს ადამიანის სხეულში და შესაბამისად, მისი სამედიცინო მდგომარეობა არის სერიოზული"- თქვა მან.