უკიდურესად არაკომფორტულია იმის ყურება, რასაც პრეზიდენტის მიმართ აქვს ადგილი - სერგეენკო
პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო, განსხვავებით მისი თანაგუნდელებისგან, მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიმართ ასეთი დამოკიდებულება, რასაც გუშინ ჰქონდა ადგილი, მიუღებელია.
განხვავებით მთავრობისს კაბინეტისგან, არის პარლამენტი, სადაც ყველას აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება. ჩემთვის უკიდურესად არაკომფორტულია იმის თვალყურის დევნება, ვგულისმხობ პრეზიდენტის მიმართ ასეთი დამოკიდებულებას. საპრეზიდენტო არჩევნების დროს სალომე ზურაბიშვილს მხარი დაუჭირა არჩევნებზე მისული ადამიანების უმრავლესობამ, მე ვფიქრობ, მათ არჩევანს პატივი უნდა ვცეთ", - ამბობს სერგეენკო.