"ამას პაპუასები ხომ არ გვგონივართ"- პენიტენციურის წარმომადგენელი სმიტზე (ვიდეო)
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, სადაც ამერიკელ ექსპერტ-ტოქსიკოლოგს, დევიდ სმიტს კითხავენ, კამათით მიმდინარეობს.
სმიტის განცხადებას, რომ საქართველოში მძიმე მეტალებზე მკურნალობა ვერ ხდება, ბრალდების მხარის პროტესტი მოჰყვა.
"კითხე, იცის თუ არა რომ საქართველოში არსებობს სამედიცინო უნივერსიტეტი, კათედრა არსებობს ტოქსიკოლოგიის, რომ არის ცენტრი ტოქსიკოლოგიის "მიხაილოვის საავადმყოფოში". არაერთხელ არის გაკეთებული მსგავსი კვლევა"- თქვა პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მალხაზ ურთქმელიძემ.
ის ასევე დაინტერესდა, რატომ უწოდებს ამერიკელი ექსპერტი "უუნაროს ქართველ მედიკოსებს".
"ამას პაპუასები ხომ არ გვგონივართ"- თქვა პენიტენციურის ექსპერტმა სმიტის მისამართით.