ვის შეიძლება მოეწამლა სააკაშვილი - რას ამბობს ცისკარიშვილი

29.12.22 15:25
ვის შეიძლება მოეწამლა სააკაშვილი - რას ამბობს ცისკარიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი პირდაპირ ვერ ასახელებს, ვის შეიძლება მოეწამლა მიხეილ სააკაშვილი, თუმცა იმას დაზუსტებით ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი ნამდვილად მოწამლულია.

ასე ხელაღებით ვის შეიძლება მოეწამლა სააკაშვილი, ცხადია ვერ ვიტყვი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რახან კალიფორნიის მართლაც დამოუკიდებელ ლაბორატორიაში აღმოჩნდა ის მძიმე მეტალები, როგორც მინიმუმ ვერცხლისწყალი და დარიშხანი, დარმუნებული ვარ მის ორგანიზმში ეს ნივთიერებები არის, ე.ი. ის არის მოწამლული“, - ამბობს ცისკარიშვილი.