ზურაბიშვილი უნდა დაფიქრდეს, ანგარიში უნდა გაუწიოს საზოგადოების განწყობას - დიმიტრი ხუნდაძე

29.12.22 15:39
ზურაბიშვილი უნდა დაფიქრდეს, ანგარიში უნდა გაუწიოს საზოგადოების განწყობას - დიმიტრი ხუნდაძე

ზურაბიშვილის მიმართ კითხვის ნიშანი კიდევ გაიზარდა, მან ანგარიში უნდა გაუწიოს სამართალსა და საზოგადოებას - ამის შესახებ ,,ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ, განაცხადა.

ივანიშვილის დეპუტატი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

ეს იყო, ვფიქრობ, უდიდესი შეცდომა, როცა პრეზიდენტმა ,,მივარდნილები" უწოდა საკუთარ მოსახლეობას. როცა მყარი პოზიცია ჰქონდა ზურაბიშვილს, მან განაცხადა, რომ არ შეიწყალებდა სააკაშვილს, ამიტომ ეს კითხვის ნიშანი კიდევ უფრო გაიზარდა. 

ზურაბიშვილი უნდა დაფიქრდეს, ანგარიში უნდა გაუწიოს სამართალს, საზოგადოების განწყობას - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.  

მთავარ კითხვას მაშინ გაეცემა პასუხი, როცა გაეცემა- თქვა გუშინ სალომე ზურაბიშვილმა.