"პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრია" - იმყოფებოდა თუ არა კირიენკო საქართველოში საიდუმლო ვიზიტით?

29.12.22 15:47
"პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრია" - იმყოფებოდა თუ არა კირიენკო საქართველოში საიდუმლო ვიზიტით?

იყოფებოდა თუ არა საქართველოში პუტინის ახლო გარემოცვის წევრი საიდუმლო ვიზიტით? - სერგეი კირიენკოს საიდუმლო ვიზიტზე ინფორმაციას  პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე ჟურნალისტი და პოლიტოლოგი ავრეცელებს.

ანდრეი პიონტკოვსკის მტკიცებით, პუტინის ნდობით აღჭურვილი პირს, რომელიც შეხება აქვს საქარველოში მიმდინარე პროცესებთან.

"უკვე 22 წელია, პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მისი უახლოესი გარემოცვის წევრია. ყველაზე მაღალი ხელფასით პუტინის ადმინისტრაციაში. აქვს ძალიან დიდი გავლენები. ვფიქრობ, თუ საქართველოში მისი რაიმე გავლენა არსებობს, ეს დაკავშირებულია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან, რომელიც თავად გავლენებს კარგავს და განიცდის ზეწოლას დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ვფიქრობ, მას აქვს რაღაც შეხება საქარველოში მიმდინარე პროცესებთან, კრემლში აქვს ძალიან სერიოზული გავლენები, თუმცა ფორმალურად ადმინისტრაციის მოადგილის პოსტს იკავებს. მაგრამ რუსეთის პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებები აბარია“,- ამბობს ანდრეი პიონტკოვსკი.

საქართველოს ხელისუფლება კირიენკოს ვიზტთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.