გახარიამ საკუთარ ღირსებას მიხედოს - გია ვოლსკი
გახარიამ საკუთარ ღირსებას მიხედოს - საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი, ექსპრემიერს უღირს ადამიანად მიიჩნევს.
გახარიას არ აქვს პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე - აცხადებს გია ვოლსკი.
გახარიამ სჯობს, საკუთარ ღირსებას მიხედოს. თუ ვინმემ იცის ისეთი, რომელიც ამ საზოგადოების ინტერესს უპირისპირდება, უნდა ილაპარაკოს, ეს იქნება გახარია, თუ სხვა.
რაც მთავარია, ილაპარაკოს არა მარტო სიტყვიერად, არამედ საქმით აკეთოს ის, რაც ქვეყანას სჭირდება. გახარია ამის საპირისპირო ფიგურად ჩამოყალიბდა.
ის ანტიპოდია იმ დამოკიდებულებისა, რასაც ჰქვია პასუხიმგებლობა საზოგადოების წინაშე.
2023 წელსაც და ნებისმიერ დროს ყველა უნდა მოიქცეს ისე, როგორც ქვეყანას სჭირდება.
გახარიას ჯერჯერობით ნიშან-წყალი არ ეტყობა იმისა, რომ ამას აკეთებს - განაცხადა გია ვოლსკიმ.
გიორგი გახარია ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად აკრიტიკებს ბიძინა ივანიშვილსა და ,,ქართულ ოცნებას". ექს პრემიერმა ხელისუფლებას მძიმე 2023 წელიც დაუანონსა.