"ვივამედის" დირექტორი: მიმყარდება ეჭვი მის ნარკოდამოკიდებულებაზე

29.12.22 15:57
"ვივამედის" დირექტორი: მიმყარდება ეჭვი მის ნარკოდამოკიდებულებაზე

"ვივამედის" დირექტორი, ნინო ნადირაძე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს პასუხობს და ამბობს, რომ "უმყარდება ეჭვი მის ნარკოდამოკიდებულებაზე"

125 პატიმარი ყავსო ვივამედს მკვდარიო, აცხადებს ხაჭაპურიძე, გარდაცვლილია 2019 წლიდან  19 პაციენტი,  რეანიმაცია არ აქვთო, ცხვირწინ უვლის ყოველ მოსვლაზე ამ დეპარტამენტს, სხვა უამრავ კლინიკის მადისკრედიტებელ ბოდვაზე რომ არაფერი ვთქვა მგონი მართლა მიმყარდება ეჭვი მის ნარკოდამოკიდებულებაზე, რომელსაც აქტიურად განიხილავდნენ ბატონები ჩალაძე და ბარამაშვილი ჩემი და ჩემი მოადგილის თანდასწრებით"- წერს ნადირაძე. 

"125 პატიმარი ჰყავთ ვივა მედში მკვდარი. კალაძე ცუდად რომ გახდება მილანში მიდის, პატრიარქს რამე რომ ასტკივდება, გერმანიაში მიჰყავთ. კარგები რომ იყვნენ, აქ დარჩებოდნენ" - თქვა სასამართლო პროცესზე შალვა ხაჭაპურიძემ.