ურთმელიძე სისხლის სამართლის დამნაშავეა - შალვა ხაჭაპურიძე

29.12.22 19:03
ურთმელიძე სისხლის სამართლის დამნაშავეა - შალვა ხაჭაპურიძე

მიხეილ საააკშვილის დაცვის მხარემ პენიტენციური სამსახურის სამედიცინო განყოფილების ხელმძღვანელის, მალხაზ ურთმელიძის, წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.

როგორც მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ, განაცხადა, სასამართლო პროცესზე დღეს დამტკიცდა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია ციხეში ყოფნის დროს.

ჩვენ დღეს სასამართლო პროცესზე მივიღეთ მტკიცებულებები, რასაც ვამბობდით და ვამტკიცებდით, რომ სააკაშვილი მოწამლულია პენიტენციურ სისტემაში ყოფნისას, მარალი ალბათობით. შესაბამისად, შეტანილი გვაქვს სარჩელი იმ პიროვნების წინააღმდეგ, ვინც ზის სასამართლო დარბაზში, ურთმელიძეზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ურთმელიძე სისხლის სამართლის დამნაშავეა - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის ფაქტზე უცხოელი ექსპერტი და ,,ვივა მედის" მედიკოსი დაიკითხნენ.