სააკაშვილის თავის ტვინი დაზიანებულია, მოსალოდნელია ეტაპობრივად სხვა ორგანოების გათიშვა - ამერიკელი ტოქსიკოლოგი

29.12.22 19:15
სააკაშვილის თავის ტვინი დაზიანებულია, მოსალოდნელია ეტაპობრივად სხვა ორგანოების გათიშვა - ამერიკელი ტოქსიკოლოგი

სააკაშვილის თავის ტვინი დაზიანებულია და მოსალოდნელია ეტაპობრივად სხვა ორგანოების გათიშვა. ეს არის იმ მძიმე მეტალების შედეგი, რომელითაც პრეზიდენტია მოწამლული - ამერიკელი ტოქსიკოლოგის სკანდალური ჩვენება დღეს მთელმა ქვეყანამ მოისმინა.

დევიდ სმიტი გადაჭრით ამტკიცებს, რომ სააკაშვილი ციხეში ყოფნის დროს მოწამლეს. ექსპერტმა სასამართლოს წინაშეც გაიმეორა ის, რაც თავის დასკვნაში დაწერა. სააკაშვილს სიკვდილი ემუქრება, თუ მას უცხოეთში არ გადაიყვანენ და ორგანიზმის დეტოქსიკაცია არ მოხდება. - ამბობს ამერიკელი მედიკოსი, რომელიც დღეს ჩვენებას თითქმის 5 საათი აძლევდა.  

ამერიკელმა ტოქსიკოლოგმა  უმეტესი დრო პენიტენციური სამსახურის კითხვებს დაუთმო. პროცესი  პროტესტის ნიშნად პროცესი დატოვა გიული ალასანიამ.

უფრო ვრცლად იხილეთ ნანუკა ქაჯაიას სიუჟეტი.