,,კაპასი და თავშეუკავებელია" - ,,ოცნება" საქართველოს პრეზიდენტის შეურაცხყოფაზე გადავიდა
მმართველი პარტია უკვე აღარ მალავს, რომ სალომე ზურაბიშვილისგან მიხეილ სააკაშვილის შეწყალებს ელოდებიან.
,,ოცნებამ" რეალური საფრთხე იგრძნო და ამიტომ პირდაპირ პრეზიდენტის ლანძღვაზე გადავიდნენ. კაპასი და თავშეუკავებელი - ამბობს ვოლსკი სალომე ზურაბიშვილზე.
მმართველი პარტიის წევრები განსაკუთრებით გაღიზიანდნენ მაშინ, როცა გაიგეს, რომ ორბელიანების სასახლის კარი ზურაბიშვილმა ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას, გაუხსნა.
არ არის გამორიცხული, მმართველ პარტიას პრეზიდენტის იმპიჩმენტის სურვილიც აქვს, მაგრამ პარლამენტში ხმების რაოდენობა მათ ამის საშუალებას არ აძლევთ.
უფრო ვრცლად ნახეთ სიუჟეტი.