გელა ნიკოლაიშვილი ,,ოცნების" მაშველი რგოლი - ხელისუფლებამ ადვოკატი საკაშვილის საქმეში ჩართო
ადვოკატი, გელა ნიკოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სახელმწიფოს ინტერესებს დაიცავს - ინფორმაცია ამ წუთებში გახდა ცნობილი.
გელა ნიკოლაიშვილმა დღეს კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით.
დღეს დევიდ სმიტის ჩვენებამ ბევრი რამ გამოაშკარავა. თავიდან მან თქვა, რომ სააკაშვილი მოწამლულია, პროცესზე კი აღნიშნა, რომ დასაშვებ ზღვარზე იყო მონაცემები.
ასევე აღმოჩნდა, რომ სააკაშვილის გონების დაკარგვის ფაქტი არ არსებობს. ანუ რაც მან დასკვნები გააკეთა, ეს სხვის დასკვნის საფუძველზე გააკეთა.
აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ამ დაკითხვით მოხდა მისი დისკრედიტაცია - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.
გელა ნიკოლაიშვილი 5 ივლისის მოძალადეების ინტერესებს იცავდა.