იმყოფებოდა თუ არა პუტინის პირადი ემისარი თბილისში და რა გზავნილები ჩამოუტანა მან საქართველოს ხელისუფლებას

29.12.22 19:56
იმყოფებოდა თუ არა პუტინის პირადი ემისარი თბილისში და რა გზავნილები ჩამოუტანა მან საქართველოს ხელისუფლებას

იმყოფებოდა თუ არა თბილისში პუტინის გავლენიანი მაღალჩინოსანი?"  ,,ქართული ოცნება" კრემლის ემისრის ვიზიტს უარყოფს  და თავის მართლების რეჟიმშია. საუბარია სერგეი კირიენკოზე, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ადმინიტრაციის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებს და პუტინის დიდი ნდობით სარგებლობს. ინფორმაცია კირენკოს საქართველოში ვიზტის შესახებ პირველად რუსმა ჟურნალისტმა და პოლიტოლოგმა, ანდრეი პიანტკოვსკიმ, გაავრცელა.
 რუსი ჟურნალისტის ინფორმაციით, კირენკოს  ვიზიტის მთავარი მიზანი მიხეილ სააკაშვილი იყო და მან ,,ქართულ ოცნებას" პუტინის პირადი გზავნილი ჩამოუტანა.  რუსი მაღალჩინოსანი თბილისში ერთი დღე იმყოფებოდა და მისი შეხვედრებიც მკაცრად გასაიდუმლოებული იყო.

უფრო ვრცლად იხილეთ გიორგი ხუხიას სიუჟეტი.