,,ოცნების" რადიკალთა ფრთა მესამე სექტორისა და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის

29.12.22 20:42
,,ოცნების" რადიკალთა ფრთა მესამე სექტორისა და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის

,,ოცნების" რადიკალური ჯგუფის საშიში კანონი არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ. ივანიშვილის დეპუტატები მესამე სექტორის უცხოური აგენტების  სიაში შესაყვანად კანონპროექტს ამზადებენ.

აღნიშნულ რეესტრში შესვლა კი  მოუწევთ იმ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან იღებენ. სამოქალაქო სექტორი ვალდებული იქნება, დეკლარირებული გახადოს ფინანსური შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ სრული ინფორმაცია.
სამოქალაქო სექტორის გარდა ,,ოცნების" რადიკალთა ფრთა კიდევ ერთ შეტევას მედიის წინააღმდეგ გეგმავს. ივანიშვილის დანაყოფი ამტკიცებს, რომ  სიცრუის ტირაჟირებას  მედიასაშულებებიდან  ხელი უნდა შეუშალონ და ამას კანონის ძალით გააკეთებენ.  ეს ყველაფერი  კი აჩენს    დასაბუთებულ  ეჭვს, რომ სწორედ რადიკალი დეპუტატების საშუალებით  დაგეგმა ოცნებამ იმ ორგანიზაციების თუ მედიების განეიტრალება, ვინც ხელისუფლებას ხშირად ამხელს სავარაუდო კორუფციულ გარიგებებში.

ვრცლად იხილეთ სიუჟეტი.