ჩემი პალატის ფანჯრები სქელი ფირითაა დაფარული, 7 თვეა მზის სინათლე არ მინახავს - სააკაშვილი
ჩემი პალატის ფანჯრები სქელი ფირითაა დაფარული, მზის სინათლე უკვე 7 თვეა არ მინახავს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინულ მედიასთან საუბრობს.
მიხეილ სააკაშვილი იმ მძიმე ვითარებას აღწერს, რომელშიც მას კლინიკაში ხელისუფლება ამყოფებს.
ვიმყოფები კლინიკაში, სადაც ექიმები დახმარებას ძალიან რთულ ვითარებაში მიწევენ. უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები მათ ყოველდღიურად ესაუბრებიან და ყოველ ჯერზე, როდესაც ექთანი ჩემთან ჩვეულებრივი მანიპულაციის ჩასატარებლად ( მაგ. აბის მოსაცემად) შემოდის, მას საგულდაგულოდ ჩხრეკენ. წარმოიდგინეთ, რომ ეს დღეში 30-ჯერ ხდება.
ჩემი პალატის ფანჯრები სქელი ფირითაა დაფარული, მზის სინათლე უკვე 7 თვეა არ მინახავს, - ამბობს სააკაშვილი.