"ოცნებისთვის" ზურაბიშვილი დიდი ხანია მიუღებელია - ბესელია

30.12.22 11:30
"ოცნებისთვის" ზურაბიშვილი დიდი ხანია მიუღებელია - ბესელია

"ოცნებიდან" დემარშით წასული ეკა ბესელია ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტს "ოცნება" სრულად ვეღარ აკონტროლებს და ამიტომ ის ხელისუფლებისთვის მიუღებელი გახდა.

პარტია "სამართლიანობისთის" ლიდერი მიიჩნევს, რომ საბოლოოდ, ზურაბიშვილი ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციას წაადგება. 

არათუ ივანიშვილთან მხოლოდ რაღაც ოფიციალურ და ფორმალიზებულ შეხვედრებზე ხვდება მთავრობის უმაღლეს პოლიტიკური თანამდებობის პირებს, არც ისე არ აქვთ კომუნიკაცია მასთან და აბსოლუტურ იგნორირებას უკეთებენ. მათთვის დიდი ხანია სალომე ზურაბიშვილი მიუღებელია, მათი კონტროლის ქვეშ ახლა ნაკლებად არის და ეს აგრესიაც აქედან მოდის, თუმცა ეს არ არის მხოლოდ მათი ავტონომიური გადაწყვეტილება. ამდენს, ბუნებრივია, ვერ გაბედავენ ისინი, რომ არ ჰქონდეთ ე.წ. მწვანე შუქი ანთებული. ოპოზიციას ხვდება ხოლმე პრეზიდენტი, ნამდვილად ვიცი და არც მალავს ამას. მე მაინც ვფიქრობ, რომ ზურაბიშვილი იმ გადაწყვეტილებას მიიღებს საბოლოოდ, რაც მისი მხრიდან დანახული იქნება საქართველოს ევროპულ ოჯახში დაახლოების პერპერქტივის ჭრილში, - თქვა ბესელიამ. 

ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერად გამოაცხადა. ამის შესახებ მან გუშინ განაცხადა.  "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მთავარსარდალი ღალატში დაადანაშაულა.