მარტო 1 პურს გვაძლევენ - ტყიბულის უფასო სასადილოს ბენეფიციარების პროტესტი
ტყიბულის უფასო სასადილოს ბენეფიციარები შემცირებულ ულუფას აპროტესტებენ. მათი თქმით, უქმე დღეებში საკვების გარეშე რჩებიან, რადგან უქმე და სადღესასწაულო დღეებში სასადილო ისვენებს. პრობლემის შესახებ ბენეფიციარებმა ტყიბულის მერსაც მიმართეს,
მარტო გვაძლევენ კვირის პურს 1 ცალს, მეტი საჭმელი არაა, სადღესასწაულო დღეებში სასადილო დაკეტილია. მერს რომ ვუთხარი დაგეხმარებიო არ დაგვეხმარა, კვირაში კვერცხი ორჯერ რომ გვეძლეოდა გვეძლევა ერთხელ", - ამბობს ბენეფიციარი.
ტყიბულის უფასო სასადილოს სულ 110 ბენეფიციარი ჰყავს.