თუ გაათავისუფლებთ სააკაშვილს, მზად ვართ დაგიცვათ "ოცნებისგან", მათ შორის ფიზიკურადაც - მუმლაძე პრეზიდენტს
პროტესტის მეშვიდე დღეე და კიდევ ერთი გადათენებული ღამე პრეზიდენტის სახლთან.
გიორგი მუმლაძემ და მისმა თანამოაზრეებმა ღამე სალომე ზურაბიშვილის სახლთან გაათენეს.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯომარეობის კანდიდატი საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს შეიყალოს მიხეილ სააკაშვილი და მას ჰპირდება, რომ "ოცნებისგან" დაიცავს, მათ შორის ფიზიკურადაც.
„მეშვიდე ღამეა გავათენეთ. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მოთხოვნა, რომ სალომე ზურაბიშვილმა უნდა გაითავისოს ის პასუხისმგებლობა, რაც მას აქვს საქართველოს დემოკრატიის დაცვის ნაწილში.
გადადგით ეს ისტორიული ნაბიჯი და თქვენ რადგან ახსენეთ შანტაჟი და მუქარა „ქართული ოცნების“ მხრიდან, თუ ამ ისტორუიულ ნაბიჯს გადადგმათ და გაათავისუფლებთ მიხეილ სააკაშვილს, ჩვენ მზად ვართ, ჩვენი განსხვავებულობის მიუხედავად გვერდში დაგიდგეთ და დაგიცვათ, მათ შორის ფიზიკურადაც", - ამბობს მუმლაძე.