ალბათ, შეცდომებით გვქონდა - კალაძე

30.12.22 12:19
ალბათ, შეცდომებით გვქონდა - კალაძე

 თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მზაობა გამოთქვა, მერიამ მომავალი წლიდან 24-საათიან რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა.

მისი თქმით, ყველას გვმართებს მოთმინება. ასევე აღიარა შეცდომებიც და აღნიშნა, რომ უშედომო არავინაა. 

„ჩვენ გვაქვს აბსოლუტური მზაობა იმისა, რომ 24-საათიან რეჟიმში გავაგრძელოთ მუშაობა. პირადად მე, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად მზად ვარ გავაგრძელო მუშაობა და გემსახუროთ თქვენ. ცხადია, არსებობს გამოწვევები, პრობლემები, ალბათ, შეცდომებიც გვქონდა, შეუცდომელი არავინ არ არის და არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ჩვენ განსაკუთრებული ადამიანები ვართ და შეცდომებს არ ვუშვებთ, ეს ასე არ არის, ვინც მუშაობს, ვინც აკეთებს ცხადია, შეცდომებიც არის, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ ყველაფერი ისე გავაკეთოთ, რომ ნაკლები შეცდომები იყოს და განხორციელებული პროექტით იამაყოს ამ ქალაქში მცხოვრებმა ადამიანებმა", - განაცხადა კალაძემ.