დემარშით წასული გიორგი გახარია პრეზიდენტს რამდენჯერმე შეხვდა

30.12.22 12:58
დემარშით წასული გიორგი გახარია პრეზიდენტს რამდენჯერმე შეხვდა

ნიკა მელიას შემდეგ გიორგი გახარია. პრეზიდენტს დემარშით წასული ექსპრემიერი რამდნჯერმე  შეხვდა. გახარიას  გუნდმა "პირველებს" ეს ამბავი უკვე დაუდასტურა. 

მიხეილ დაუშვილი ამბობს, რომ  ზურაბიშვილს და გახარიას ათონელის სასახლეში რამდენჯერმე ჰქონდათ პირისპირ შეხვედრები, თუმცა იმასაც აღნიშნასვ, რომ მსგავს შეხვედრებს რამდენიმე თვეა ადგილი არარ ჰქონია.

დაუშვილი იმასაც ამბობს, რომ ყოფილ პრემიერსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის სააკაშვილთან დაკავშირებით საუაბრი არ ყოფილა.

ქალბატონი პრეზიდენტი და გიორგი გახარია არაერთხელ შეხვედრილან, პერიოდულად ხვდებიან სხვადასხვა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით წლის დასაწყისში ძალიან აქტუალური იყო ქვეყნის დეპოლარიზაცია, სტატუსის მიღების საკიტხები, რაც ქვეყანას უკავშირდება, იმ საკითხებზე ხვდებოდნენ. მიხეილ სააკაშვილზე საუბარი არ ყოფილა. პირადად გიორგი გახარია და მეთელი გუნდი სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ სალომე ზურაბიშვილს, განსაკუთრებით "ოცნების" მიერ თავდასმხების პერიოდში", - ამბობს დაუშვილი.