ბევრი ფუნდამენტური საკითხი ჯერ კიდევ მოუგვარებელი რჩება - ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია
ბევრი ფუნდამენტური საკითხი ჯერ კიდევ მოუგვარებელი რჩება - ამის შესახებ ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნაშია, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
„საარჩევნო კოდექსში ინიცირებულ ცვლილებებში აღსანიშნავია პოზიტიური დინამიკა, მათ შორის, იმ საკითხზე მიმართულია ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ, არჩევნების შედეგების განსაზღვრის პროცესის გაძლიერებისა და საარჩევნო დავების გადაწყვეტის პროცესის გაძლიერებისკენ. თუმცა, გარკვეული კითხვის ნიშნები ჩნდება კონკრეტულ ცვლილებებთან დაკავშირებით, მაგალითად საარჩევნო კომისიების შემადგენლობებთან დაკავშირებით. მაშინ როდესაც ოდირისა და ვენეციის კომისიის მიერ აქამდე გაწეული რეკომენდაციები კონკრეტულ ცვლილებებთან დაკავშირებით, დაკმაყოფილებულია, ბევრი ფუნდამენტური საკითხი ჯერ კიდევ მოუგვარებელი რჩება. მეტად ყოვლისმომცველი და სისტემური რეფორმები ჯერ კიდევ საჭიროა", - ნათქვამია ეუთო/ოდირის დასკვნაში