ტყვეების გაცვლის პრინციპით გამოიხსენით სააკაშვილი - ნონა მამულაშვილი უკრაინის პრეზიდენტს მიმართავს

30.12.22 13:29
ტყვეების გაცვლის პრინციპით გამოიხსენით სააკაშვილი - ნონა მამულაშვილი უკრაინის პრეზიდენტს მიმართავს

ნონა მამულაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების ახალი გეგმა წარმოადგინა. როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, უკრაინის პრეზიდენტმა თავისი ქვეყნის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი ტყვეთა გაცვლის პრინციპით უნდა გაათავისუფლოს. 

რუსეთის მთავარი მტერი საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი, ციხეში კვდება. მისი თავისუფლების საკითხი არა არა საქართველოში, არამედ რუსეთში წყდება.

გვინდა, მივმართოთ პრეზიდენტ ზელენსკის, ბატონო პრეზიდენტო, თქვენ დღეს გმირი პრეზიდენტი ხართ. თქვენ მსოფლიოს დაანახეთ თავისუფლებისთვის ბრძოლის ღირსეული მაგალითი და გვაჩვენეთ, რომ ყველაფერი შესაძლებელია. 

მიუხედევად ჩვენი ხელისუფლებსი მიერ გამოჩენილი გულგრილი დამოკიდებულებისა, დღეს ჩვენ, ქართველი ხალხიც, ომში ვართ, მათ შორის, ქართველი ხალხის ინტერესების მოღალატე ხელისუფლებასთან ომში. 

დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი საპყრობილეში კვდება. მის გადარჩენას ქართველ ხალხს ჩვენი ქვეყნის მომავალი გვავალდებულებს. ის საქართველოშია, მაგრამ უცხოეთში სამკურნალოდ მისი გადაყვანა-არგადაყვანის გადაწყვეტილება მოსკოვში მიიღება. 

გვინდა, პრეზიდენტ ზელენსკის მივმართოთ თხოვნით, პირდაპირ ესაუბროთ რუსაეთის მიერ კონტროლირებულ ხელისუფლებას და ტყვეების გაცვლის პრინციპით გამოიხსნათ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი რუსული ტყვეობიდან.

გთხოვთ, აარიდოთ ქართველი ხალხი უდიდეს ტრაგედიას და სამოქალაქო დაპირისპირებას, რაც მიხეილ საკაშვილის პატიმრობაში სიკვდილს მოჰყვება, რაც საბოლოოდ პოსტსაბჭოთა ჭაობში ჩაგვტოვებს, რაც საბოლოოდ დაგვაშორებს თქვენთან, დასავლური სამყაროს მორალურ ლიდერ სახელმწიფოსთან - განაცხადა ნონა მამულაშვილმა.