მელიას და გახარიას შემდეგ, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრებს "ლელოც" ადასტურებს

30.12.22 13:36
მელიას და გახარიას შემდეგ, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრებს "ლელოც" ადასტურებს

ნიკა მელიას და გიორგი გახარიას შემდეგ, პარტია "ლელოშიც" ადასტურებენ, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრები მათაც ჰქონდათ.

ანა ნაცვლიშვილი გასაკვირს ვერაფერ ხედავს ამგვარ შეხვედრებში და ამბობს, რომ ნორმალური არ არის, როდესაც ვინმე ამ ქვეყნაში არანორმალურად თვლის ამგვარ შეხვედრებს.

არასდროს ყოფილა პრობლემა, ჩვენ გამოგვეთქვა სურვილი პრეზიდენტთან შეხვედრის და მას უარი ეთქვას. ამ მხრივ, მე არ მახსენდება, რომ მისის მხრიდან რაიმე პრობლემა ყოფილიყო კომუნიკაციის მხრივ. შეხვედრები პრეზიდენტთან იყო დაახლოებით ერთი წლის წინ, როდესაც აქტიური იყო ევროინტეგრაციის თემა. 
მე არ მგონია, რომ ნორმალური იყოს, როდესაც ვინმე ამ ქვეყნაში არანორმალურად თვლის, რომ პრეზიდენტი ხვდებოდეს პოლიტიკურ აქტორებს". - ამბობს ანა ნაცვლიშვილი. 

 

შეგახსენებთ, რომ "პირველებთან" მელიამ მისი ზურაბიშვილთან კონსულტაციები გათქვა.  დღეს კი ზურაბიშვილთან შეხვედრებზე გიორგი გახარიას გუნდიც ალაპარაკდა.