ზურაბიშვილი ამომრჩევლებს ,,მივარდნილებს" უწოდებს, დახურულ კარს მიღმა კი ენმ-ს ხვდება - იონათამიშვილი

30.12.22 14:00
ზურაბიშვილი ამომრჩევლებს ,,მივარდნილებს" უწოდებს, დახურულ კარს მიღმა კი ენმ-ს ხვდება -  იონათამიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი, აცხადებს, რომ კითხვები დაგროვდა საქართველოს პრეზიდენტის მიმართ, რომელმაც ბოლო პერიოდში საკუთარი პოზიციები რადიკალურად შეცვალა - თუ ადრე ,,ნაციონალურ მოძრაობას" აკრიტიკებდა, ახლა მის წარმომადგენლებს დახურულ კარს მიღმა ხვდება.

ჩვენ ვნახეთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა რადიკალურადა შეიცვალა პოზიციები. ჩვენ გვახსოვს მისი ნეგატიური დამოკიდებულებები ,,ნაციონალური მოძრაობის" მიმართ. 

როცა ამომრჩევლებს უწოდებს ,,მივარდნილებს" და დახურულ კარს მიღმა ენმ-ს წარმომადგენლებს ხვდება, ეს ყველაფერი ცხადია, სამართლიანად აჩენს კითხვის ნიშნებს - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.