ეს არის ჩვეულებრივი ომი და მისი მიზანია, რომ სააკაშვილი მოკვდეს - ხაჭაპურიძე
შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილთან დეპუტატების შესვლის აკრძალვას მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოცხადებულ ომს უწოდებს.
მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილება ერთადერთ მიზანს, სააკაშვილის მოკვლას ემსახურება.
"ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი, ამ საქმეს, რასაც სააკაშვილის საქმე ჰქვია, არაფერი კავშირი არ აქვს სამართალთან, ეს არის ჩვეულებრივი ომი, რომელიც მიმდინარეობს და ამ ომს აქვს ერთი მიზანი, სააკაშვილი უნდა მოკვდეს. სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევთ. ამას ჰქვია რეპრესიები, ამას ჰქვია სამართლებრივი ნორმების ყოველგვარი დარღვევა, რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ ეს ყველაფერი ფიქსირდება და გაეგზავნება მთელ მსოფლიოს, ცივილიზებულ სამყაროს, რა მდგომარეობაში არის ეს ადამიანი"- ამბობს ხაჭაპურიძე.