გავდივართ სასაფლაოებზე, არ ვემორჩილებით აბსურდულ შეზღუდვებს - "მოძრაობა საქართველოსთვის"

01.05.21 13:41
გავდივართ სასაფლაოებზე, არ ვემორჩილებით აბსურდულ შეზღუდვებს - "მოძრაობა საქართველოსთვის"

"მოძრაობა საქართველოსთვის" სასაფლაოებზე გასვლასთან დაკავშირებულ შეზღუდვას არ დაემორჩილება. ამის შესახებ tvpirveli.ge-სთან მოძრაობის ლიდერმა, გიორგი მუმლაძემ ისაუბრა. სამოქალაქო აქტივისტისა და ილიას უნივერსიტეტის ლექტორის თქმით, მსგავსი შეზღუდვა რწმენისა და გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება.

არცერთი წევრი არ ემორჩილება ამ აბსურდულ შეზღუდვას და ტრადიციულად პატივს მივაგებთ ჩვენს მიცვალებულებს. ზოგადად ეს შეზღუდვა, ჩემს რელიგიის და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს, რაც დაუშვებელია მთავრობის დადგენილებით მოხდეს, ძირითადი უფლება მხოლოდ კანონმა შეიძლება შეზღუდოს. პლუს ღია სივრცეა, მარტივად მოხდება დისტანციის დაცვა. ეხლა რომ მიაწყდა ხალხი საფლავებს ეგ ხომ საერთოდ, ან ოთხი რიცხვის შემდეგ მიაწყდება", - ამბობს გიორგი მუმლაძე.

აქტივისტი, რომელიც ხელისუფლების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებს, მიიჩნევს, რომ მსგავსი აკრძალვები სამართლებრივად აბსურდულია და მთავრობა რეალურად მხოლოდ ხალხის სამართავად იყენებს.

ამიტომ სამართლებრივად და ეპიდემიასთან ბრძოლის კუთხითაც აბსურდულია ეს შეზღუდვა, პლუს ასეთი თანხა, არსებული სოციალური მდგომარეობის ფონზე.აქვე ვაქცინაციის სრული ჩაფლავებაა ხელისუფლების მხრიდან როცა მედიკოსთა 10% ვერ აცრეს. ამიტომ ნათელია, კოვიდით მართვას იადვილებენ და დიქტატურისკენ მიგვაქანებენ," - ამბობს მუმლაძე.