რა საფრთხეს წარმოადგენს პატარა ალისკა სააკაშვილი ხელისუფლებისთვის? - დეკანოიძე
პარლამენტის თავმდჯომარის გადაწყვეტილებას "ნაციონალური მოძრაობა" საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა. საუბარია მიხეილ სააკაშვილთან პარლამენტის წევრების შესვლის აკრძალვაზე.
ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის იზოლაციაში მოქცევით ხელისუფლებამ საკუთარი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ცხადყო.
ამასთან, ოპოზიციის წევრი დაინტერესდა, რა საფრთხეს წარმოდგენენ ხელისუფლებისთვის სააკაშვილის შვილები.
მისი პოლიტიკური იზოლაცია, ისევე, როგორც მისი ჰუმანური იზოლაცია, მისი ჯანმრთელობის საკითხების იზოლაცია არის ხელისუფლების, პრაქტიკულად, საბოლოო გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს იმას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ გაუარესდება.
მე შევახსენებ საზოგადოებას და მინდა ეს ხელისუფლებამაც კარგად გაიგოს, არ ვთლი, რომ ეს არის ინდივიდუალურად ბატონი პაპუაშვილის გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ არცერთი პოლიტიკური პირი არ წყვეტს ინდივიდუალურად იმ საკითხებს, რომელიც ეხება მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ საზოგადოებას მინდა შევახსენო და მათ შორის, იმ ადამიანებს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, რომ თუს აქმე ეხება უსაფრთხოების ზომების დარღვევას და უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას, ე.ი. მათ თვითონვე აღიარეს, პირველ რიგში, ის, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული უსაფრთხოების ნორმები არ არის დაცული, აღიარეს ის ძალიან მძიმე განცხადებები, რომელიც იყო ტოქსიკოლოგის მიერ გავრცელებული სასამართლოზე, იმიტომ, რომ ჩვენ მთელი ამ პერიოდის მანძილზე ვითხოვდით იმას, რომ დაწყებულიყო რეალური გამოძიება მის მოწამვლასთან დაკავშირებით. დღეს ხელისუფლებამ აღიარა ის, რომ პრაქტიკულად, უსაფრთხოების ე.წ. ზომები დაუწესა არა იმ ადამიანებს და გადაიყვანა მიხეილ სააკაშვილი ჰუმანური და უსაფრთხოების ზომების დაცვით სწორედ საზღვარგარეთ, არამედ დაუწესა პარლამენტის წევრებს, მისი ოჯახის წევრებდა მე მაინტერესებს, ვკითხო ახლა ხელისუფლებას, რა საფრთხეს წარმოადგენს პატარა ალისკა სააკაშვილი ხელისუფლებისთვის? რა საფრთხეს წარმოდგენს მისი შვილი ედუარდ სააკაშვილი ხელისუფლებისთვის ან მიხეილ სააკაშვილისთვის, რომლებიც მიდიან მოინუახულონ ადამიანი, რომელიც არის ძალიან მძმე მდგომარეობაში. რა საფრთხეს ძეილება წარმოვადგენდეთ ჩვენ, მისი უშუალოდ თანაგუნდელები და მისი მეგობრები, რომლებსაც გვინდა ერთადერთი რამ, რომ ეს ადამიანი გადარჩეს....
კიდევ ერთხელ, ეს არის სწორედ ის გზა, რომელსაც ცვენ ვუყურებთ იგივე ნავალნის შემთხვევაში რუსეთში, - თქვა დეკანოიძემ.
დეკანოიძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის ერთადერთი გზა სალომე ზურაბიშვილის მიერ მისი შეწყალებაა.
ამიტომ, ერთადერთი ამ პირობებშ და ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი კვლავ რჩება საქართელოს მესამე პრეზიდენტის შეწყალება სალომე ზურაბიშვილის მიერ, რომელიც უნდა გახორციელდეს ძალიან მალე, - თქვა დეკანოიძემ.
ოპოზიციის დეპუტატმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მესამე პრეზიდენტის მოკვდინებით, ქვეყანაში ევროინტეგრაციის და პოლარიზაციის კუთხით შეუქცევადი პროცესები დაიწყება.