ე.წ. "კაბელების საქმის" მოსამართლე სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნას შეურთდა

30.12.22 15:38
ე.წ. "კაბელების საქმის"  მოსამართლე სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნას შეურთდა

ე.წ. "კაბელების საქმის" მოსამართლე, დავით ჯუღელი მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თხოვნას შეურთდა. დავით ჯუღელი რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტის ადმინსიტრაციასთან, საკრებულოს დეპუტატ სოფო ჯაფარიძესთან ერთად გამოჩნდა.

დღეს სოფო ჯაფარიძემ და დავით ჯუღელმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს ასობით მოქალაქის წერილი  შეიტანეს, რომლებიც საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თხოვნით მიმართავენ.

ჯუღელი იმედოვნებს, რომ სალომე ზურაბიშვილი ხალხის ხმას გაიგონებს და მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს გადაარჩენს.

სწორედ ამ მიზეზის გამო ვარ დღეს აქ მოსული, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ქალბატონ სოფოსთან ერთად წარდგენილი გვაქვს უამრავი მოქალაქის თხოვნა შეწყალებასთან დაკავშირებით. იმედს ვოტოვებთ, რომ პრეზიდენტი არა მხოლოდ ქალბატონო სოფოსი, არამედ ყველა დანარჩენი ჩვენი ქვეყნის მოქალაქის თხოვნას გაითვალისწინებს. ვიცით, რომ სხვა ბევრმა ადამიანმაც მიმართ ანალოგიური თხოვნით. იმედს ვიტოვებთ, რომ ახალი წელი და შობაც ისეთივე ბედნიერი იქნება ბატონი მიხეილის ოჯახისთვის, როგორც თითოეული ჩვენი ქართელი რიგითი მოქალაქისთვის. 
ასე ვერ მოგახსენებთ, ვინაიდან მე თვითონ პროცესს არ ვესწრები, მე არ ვიღებ გადაწყვეტილებას. ჯერ ჩვენ ვხედავთ მხოლოდ ერთი ხმარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, მეროე მხარეც წარადგენს თავისას. რა ტქმა უნდა, უმძიმესი ვითარება და მდგომარეობაა. ჩემი მხრიდან არაეთიკურიც იქნება მივუთითო არის ეს გადაწყვეტილება მისაღები თუ არა, მოსამართლეს, რომელიც იხილავს. ამავდროულად, პირადად ვიცნობ, არის ძალიან გამოცდილი, სამართლიანი და საკმაო იურიდიული განათლების მქონდე პიროვნება,. მჯერა და მწამს მიიღებს იმ გადაწყვეტილებას იმ მასალების მიხედვით, რაც აქვს წარდგენილი.

ჯუღელი პირდაპირ ამბობს, რომ თუ ის სააკაშვილის საქმის მოსამართლე იქნებოდა, მმართველი გუნდის წევრების განცხადებებს არ მოუსმენდა. 

მე რომ მოსამართლე ვიყო, საერთოდ არ მოვუსმენდი მმართველი გუნდის წევრების რაიმე სახის განცხადებას მოცემულ საქმესთან დაკავშირებით და არც არასდროს მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება რაიმესთვის გარედან, გარდა იმისა, რასაც ვუსმენდი დარბაზში, - თქვა ჯუღელმა. 
 

დავით ჯუღელი, ე.წ. "კაბელების საქმის" განმხილველი მოსამართლეა. მისი გადაწყვეტილებით, ირაკლი ალასანიას დაკავებული თანაგუნდელები  წინასწარი პატიმრობიდან  2015 წელს  გაათავისუფლეს. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მოსამართლე დავით ჯუღელზე ზეწოლა ხორციელდებოდა, ამის მიუხედავად, მან წნეხს გაუძლო და "კაბელების საქმის" ფუგურანტები წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა.